en
ge

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა

თბილისი. 5 თებერვალს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები დააჯილდოვა. ინსტიტუტი უკვე მერვე წელია ატარებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ. კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი საკითხების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და სამოქალაქო აქტივობის თემატიკის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. კონკურსი ჩატარდა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სტატია; საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი; საუკეთესო რადიო სიუჟეტი; საუკეთესო ფოტო ნამუშევარი. გამარჯვებულები კონკურსის ჟიურიმ (ზვიად ქორიძის, დავით პაიჭაძის და სოსო სიმონიშვილის, ნანა საჯაიას და გურამ წიბახაშვილის შემადგენლობით) გამოავლინა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო სტატიის ნომინაციაში პრიზები ასე გადანაწილდა: ირმა კახურაშვილი (სტატია: „შენელებული ნაღმის წამზომი ჩართულია", გაზეთი „Georgia Today" – პირველი პრემია, 1000ლარი); თათია ხალიანი (სტატია: „დედები, რომლებზეც არავინ ზრუნავს", ჟურნალი „ლიბერალი" – მეორე პრემია, 500 ლარი); ეკა მაღალდაძე (სტატია: „ხუდონჰესი - 35 წლიანი დილემა", ჟურნალი: „ლიბერალი" –წამახალისებელი პრემია, 250 ლარი).
საუკეთესო რადიო-სიუჟეტის ნომინაციაში გამარჯვებული არ გამოვლინდა და გაიცა მხოლოდ მეორე პრემია: გოგა აფციაური (სიუჟეტი: ქართულ-ოსური სამშვიდობო პროექტები, რადიო „თავისუფლება", 500 ლარი).
საუკეთესო ტელე-სიუჟეტის ნომინაციაში გამარჯვებულებად გამოცხადნენ: ნანა ნასყიდაშვილი (სიუჟეტი: ტაბაწყურის ტბა და მეთევზეთა გასაჭირი, სტუდია „მონიტორი"– პირველი პრემია , 1000 ლარი); გიორგი გვიშიანი (სიუჟეტი: ადამიანთა სევდა, ტელეკომპანია „რუსთავი 2" – მეორე პრემია, 500 ლარი); დათო აბრამიშვილი (სიუჟეტი: სამთავისის რესტავრაცია, ტელეკომპანია „რუსთავი 2" – წამახალისებელი პრემია, 250 ლარი).
საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში კი ადგილები ასე გადანაწილდა: გია გოგატიშვილი (ფოტო-სერია: 17 მაისი – პირველი პრემია, 1000ლარი); ოლიკო ცისკარიშვილი (ფოტო-სერია: ოცნების ქალაქი – მეორე პრემია, 500 ლარი).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)