en
ge

მელვინ მენჩერის სახელმძღვანელო: „ახალი ამბების გაშუქება და წერა“

თბილისი. 4 თებერვალს ფოდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ" და გამომცემლობა „დიოგენემ" მელვინ მენჩერის ქართულად ნათარგმნი სახელმძღვანელოს „ახალი ამბების გაშუქება და წერა" პრეზენტაცია გამართა. წიგნში სტუდენტებსა და მოქმედ ჟურნალისტებს თანამედროვე ჟურნალისტიკის მიდგომების, ძირითადი აკადემიური ცნებებისა და თეორიების გაცნობა შეუძლიათ.
როგორც პრეზენტაციაზე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა წიგნი მაქისმალურად არის ორიენტირებული სტუდენტებზე და მოიცავს ყველა იმ საკითხს, რაც ჟურნალისტმა ახალი ამბების გაშუქების დროს უნდა იცოდეს.
„ახალი ამბების გაშუქება და წერა" მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სასწავლო სახელმძღვანელოდ გამოიყენება. ეს წიგნი ინგლისურ ენაზე მეთორმეტედ გამოიცა. ქართულ ენაზე სწორედ ეს გამოცემა ლაშა გველესიანმა თარგმნა.
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" გადაწყვეტილებით, წიგნი ჟურნალისტიკის ფაკუტეტებს, სამეცნიერო ცენტრებს და დაინტერესებულ პირებს უფასოდ გადაეცემათ.
წყარო:media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)