en
ge

მონიტორინგი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე

თბილისი. 5 თებერვლიდან საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას სრულად დააკვირდება. 
15 იანვრიდან 28 იანვარის ჩათვლით სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელი იყო ინტერნეტის მეშვეობით. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობამ შეადგინა - 5290. 15 იანვრიდან ყველადაინტერესებულ მხარეს შეეძლო ეხილა საგამოცდო ტესტები, როგორც ცესკოს ასევე სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.
სერტიფიცირება ტარდება ელექტრონულ რეჟიმში. გამოცდის ხანგრძლივობა ერთ საათს შეადგენს. თითოეული გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 30 საგამოცდო ტესტი შეირჩევა. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)