აჭარა. 13 სექტემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის
კავშირმა „პროგრესმა" გამართა კვლევის – „ბათუმის
ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების კვლევის" შედეგების პრეზენტაცია. აღნიშნული
კვლევა მიზნად ისახავდა ქალაქ ბათუმში მცხოვრები 15–დან 29 წლამდე ახალგზრდების, პრობლემების,
საჭიროებების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებას და ანალიზს.
თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის ანალიზმა ცხადყო, ბათუმში მცხოვრები ახალგაზრედების ინდეფერენტული დამოკიდებულება სამთავრობო და არასამთავრობო
ორგანიზაციების სხვადასხვა ახალგაზრდულ პროექტებისადმი, ასევე კვლევის შედეგებიდან
გამომდინარე ახალგაზრდების ერთ–ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა ინფორმირებულობის დაბალი
დონე.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა ქალაქ ბათუმის მერიის სპორტისა
და ახალგაზრდობის განყოფილების მხარდაჭერით.