თბილისი. 6 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქართველოში ამერიკის მშვიდობის კორპუსის მისიის ხელმძღვანელი მაურა ფულტონი ეწვია.
მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელს მინისტრმა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორმა უმასპინძლეს.
ამერიკის მშვიდობის კორპუსი არის აშშ-ს მთავრობის დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო, რომლის მიზანს მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
სამუშაო შეხვედრაზე განხილეს ახალგაზრდობის სფეროში სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტები, მშვიდობის კორპუსის 2014 წლის სამოქმედო სტრატეგია და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების პერსპექტივები.
წყარო: fondi.gov.ge