სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა (R-CSN) განცხადება გაავრცელა დევნილთათვის საარსებო წყაროზე ხელმისაწვდომობის შესახებ.
„...მიგვაჩნია, რომ მიუხედავად პოზიტიური ძვრებისა, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება დღემდე გადაუწყვეტელ ამოცანად რჩება. დასაქმებისა და საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის პრობლემა, მნიშვნელოვან დაბრკოლბას ქმნის აღნიშული საკითხის მოგვარების გზაზე.
დევნილთა ჰუმანიტარული, განვითარებისა და შესაძლებლობების ზრდის მრავალწლიანი გამოცდილება და ათიათასობით დევნილთან მუშაობის ისტორია, საფუძველს გვაძლევს ხაზი გავუსვათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე პროცესის მნიშვნელობას, რომელიც ითვალისწინებს „დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის" ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას.
...მიგვაჩნია, რომ სტრატეგია ზუსტად უნდა იყოს ორიენტირებული დევნილთა პრიორიტეტეტებსა და საჭიროებებზე, რათა მიღწეულ იქნას მათი რეალური თვითკმარობა და სოციალური მდგრადობა...", ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქსელის რეკომენდაციები ახლავს.
წყარო: www.cida.ge