კახეთი. გასული წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციების, ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრისა" და ,,კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის" ინიციატივით მუნიციპალიტეტებში გენდერის საკითხებში მრჩეველების დანიშვნა დაიწყო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გენდერის საკითხებში მრჩეველი უკვე დაინიშნა.
,,თუ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება ადგილობრივ თვითმმართველობებში მდგომარეობა გენდერული თანასწორობის კუთხით საგრძნობლად გამოსწორდება", - აცხადებენ ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენლები.