en
ge

დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია ბათუმში

აჭარა. 6 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ საზოგადოებრივ და მედია ორგანიზაციებს მცირე საგრანტო პროგრამა წარუდგინეს. დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ადმინისტირებას ახორციელებს აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. პროექტები მიიღება შედეგი მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; სამოქალაქო განათლებისა და ადვოკატირების ხელშეწყობა; ქალების, უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა ჯგუფების უფლებების დაცვა და ლიდერის უნარ-ჩვევების გაღრმავება; დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჩართულობა: კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევის განვითარება ახალგაზრდებში (13-30 წლის ფარგლებში); ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება; გარემოს დაცვა: საზოგადოების ინფორმირება; გარემოს დაცვითი სათემო პროექტების ხელშეწყობა; მასმედიის განვითარება მეტად ინფორმირებული და აქტიური საზოგადოებისათვის: ადგილობრივი პროგრამების გამრავალფეროვნება; პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; მედიის გამჭვირვალობა და უფლებების ადვოკატირება; ჟურნალისტური ეთიკის ხელშეწყობა; საპროექტი წინადადების მიიღება 2014 წლის 28 თებერვლამდე.
საგრანტო კონკურსი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)