თბილისი. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაცია განცხადება გაავრცელა თბილისში შექმნილ საბიუჯეტო კრიზისზე.
„...მოვუწედებთ ქალაქ თბილისის საკრებულოს ყველა ფრაქციას დამტკიცდეს ქალაქის ბიუჯეტი და თავიდან იქნას აცილებული პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის საფრთხე. გვესმის რა, რომ დედაქალაქის მმართველობის სისტემა ართულებს კონტროლს ბიუჯეტის ხარჯვაზე, საკრებულოს ვთავაზობთ ერთად ვაკონტროლდ ქალაქის მთავრობა და ამ მოწოდებას მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება.
წარმოუდგენელია საბიუჯეტო კრიზისის საბაბით სახელმწიფო მმმართველობის შემოღება დედაქალაქში მაშინ როცა სამ თვეში ახალი ადგილობრივი ხელისუფლება აირჩევა და ამომრჩეველი თავად გასცემს თბილისის ბიუჯეტის ხარჯვისა და კონტროლის მანდატს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: npo.ge