თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ე.წ ტრაქტორების საქმეზე განცხადება გაავრცელა. „საქმემ უარყოფითი გავლენა იქონია პროკურატურის იმიჯზე და, რაც ყველაზე მთავარი და სამწუხაროა, უდანაშაულო პირებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარეს რამდენიმე თვე, ზიანი მიადგა მათ (და სხვა პირების) საქმიან რეპუტაციას. ...მოვუწოდებთ ყველა თანამდებობის პირს, როდესაც მათ სჯერათ, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და როდესაც საქართველოს კანონმდებლობა ამ უფლებადარღვევებზე სათანადო რეაგირების მოხდენის ბერკეტებს ანიჭებს, აუცილებლად გამოიყენონ ეს ბერკეტები. ეს მათი არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ კანონით დაკისრებული ვალდებულებაა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge