იმერეთი. სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბმა „თაობათა დიალოგმა" „სამეცნიერო ლექტორიუმის" მეორე ეტაპი დაიწყო და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველ საინფორმაციო ტიპის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ლექტორიუმის წევრებს გააცნეს საკუთარი ფუნქცია-მოვალებები. წლევანდელი „სამეცნიერო ლექტორიუმი" ახალი პროგრამით დაიწყებს მსმენელებთან მუშაობას. კლუბს ჰყავს მმართველი ჯგუფი, რომელიც უშუალოდ ეკონტაქტება ლექტორიუმის ახალ მონაწილეებს.
სამცნიერო ლექტორიუმის ფარგლებში გაიმართება 2 დისკუსია, ფილმის ჩვენება და პროგრამის დასასრულს მონაწილეები წარადგენენ ინდივიდუალურ თემას, რომლის მომზადებაშიც, სურვილის შემთხვევაში, მათ მმართველი ჯგუფის წევრები დაეხმარებიან. მმართველი ჯგუფის წევრები არიან გასული „სამეცნიერო ლექტორიუმის" კურსდამთავრებულები.
სამეცნიერო კლუბის პროგრამა სამთვიანია და კურსის დასრულების შემდეგ მსენელები მიიღებენ სერთიფიკატებს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში