en
ge

ბანაკი ბაკურიანში

სამცხე–ჯავახეთი. საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა" ახალგაზრდებისთვის ოთხდღიანი ზამთრის ბანაკი მოაწყო ბაკურიანში. მასში მონაწილეობას იღებდნენ გორის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ორგანიზაციის მიერ შექმნილ კლუბებში, ამჯერად ბანაკში მონაწილეობა მიიღეს მათემატიკის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის კლუბების აქტიურმა წევრებმა.
ბანაკის მიმდინარეობისას მოსწავლეები გაეცნენ პრობლემათა კვლევისა და პროექტის შედგენის მექანიზმებს. ასევე გაიღრმავეს ცოდნა პრეზენტაციის უნარებში. ბანაკის დასასრულს თითოეულმა სკოლის წარმომადგენელმა დაწერა მცირე პროექტი, რომელიც წარედგინება ცენტრ „აფხაზეთს" დასაფინანსებლად.
ბანაკი მოეწყო პროექტის – „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში (პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)