en
ge

სემინარი - „ტოლერანტობის კულტურის საფუძვლები“

იმერეთი. 8 თებერვალს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის გაიმართა სემინარი „ტოლერანტობის კულტურის საფუძვლები". ღონისძიებას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს საკითხები: ტოლერანტობის კულტურის საფუძვლები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებები, რელიგიების ისტორია, რელიგიური უმცირესობებთან დაკაშირებული პრობლემები საქართველოში, ეთნოსები და რელიგიები საქართველოში, სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური და რელიგიათა საბჭოების ფუნქციები. მსმენელებს მიეწოდათ ასევე ინფორმაცია ჟურნალ „სოლიდარობის" და ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული ფილმების შესახებ. გაკეთდა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ვებ-პორტალის პრეზენტაცია.
სემინარი გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)