თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება გააკეთა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ხუდონჰესის პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის და აუცილებლობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ... სცილდება სახალხო დამცველის უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებს..."
„ადამიანის უფლებებისათვის კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით მინიჭებული ესოდენ მაღალი ღირებულება ავალდებულებს როგორც სახალხო დამცველს, ასევე სხვა უფლებადამცველებს, პოზიცია დააფიქსიროს და აზრი გამოთქვას, მათ შორის, მოუწოდოს ხელისუფლებას განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები ან თავი შეიკავოს მათი განხორციელებისაგან. ასეთი ვადებულება არსებობს არამხოლოდ მაშინ, როცა იარსებებს ადამიანის უფლებათა დარღვევის უტყუარად დადასტურებული ფაქტები, არამედ მაშინაც, როცა გაჩნდება ამ უფლებათა ხელყოფის საფრთხე. „ხუდონჰესის" პროექტი თავისი მასშტაბით და სპეციფიკით, როგორც არაერთი ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, ასეთ საფრთხეს თავისთავში ბუნებრივად მოიცავს", ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge