en
ge

არასამთავრობოების მსჯელობა ჩართულობის ცენტრში

იმერეთი. 10 თებერვალს,  ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის თვითმმართველობაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. სამოქალაქო  სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი თვლის, რომ პოლიტიკურ პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ.  ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კომისიის საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს და აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია. აზრთა სხვადასხვაობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიის საკონკურსო საატესტაციო კომისიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, დავით დვალმა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატს კომისიის წევრობა შესთავაზა.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023