თბილისი. 10 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და საქართველოში სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა კონკურსის „მე - ომბუდსმენი 2013" გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოეს. კონკურსი დაფუძნებული იყო ქსელურ ტექნოლოგიაზე და განხორციელდა ინტერნეტის საშუალებით. კონკურსი „მე-ომბუდსმენი" 2013 წელს მეოთხედ გაიმართა. „მე-ომბუდსმენი" სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსია 13-18 წლის მოსწავლეებისთვის. ომბუდსმენი არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი, მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. ზოგიერთ ქვეყანაში ომბუდსმენს სახალხო დამცველს უწოდებენ. კონკურსში პირველი ადგილი ფოთის, მეორე ადგილი ბათუმის, ხოლო მესამე სამტრედიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.
წყარო:ombudsman.ge