იმერეთი. კამპანიის – ,,ეს შენ გეხება" – ფარგლებში, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) ქუთაისის პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას, კამპანიის ფარგლებში, მომზადებული ინიციატივები და წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები გააცნეს. შეხვედრაზე პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის მსჯელობა გაიმართა შემდეგ საკითხებზე – წინასაარჩევნო გარემო, სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხები 2012 წელს, კონტროლის პალატის უფლებამოსილება, საკონსტიტუციო ცვლილებები.
რაც შეეხება მონიტორინგს, იგი მოიცავს 2012 წლის 1 იანვრიდან 20 მარტამდე პერიოდს და სამი მიმართულებით ჩატარდა: საბიუჯეტო პროცესები, საქართველოს ბიუჯეტი და კონკრეტული ქალაქების ბიუჯეტი, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტები.
მონიტორინგი ჩატარდა 4 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში.