იმერეთი. 10 თებერვალს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ჩაატარა თანატოლთა განათლების ტრენინგი სოციალური მედიის შესახებ. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სოციალური მედიის შესახებ ცოდნისა და უნარ–ჩვევების განვითარება მოსწავლეებისათვის. ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების და უკუკავშირის მიღების შესახებ.
თანატოლთა განათლების ტრენინგი გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში