თბილისი. 12 თებერვალს გაიმართა კონფერენცია თემაზე – „სახელმწიფოს მხარდაჭერა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისთვის".
კონფერენციის მიზანია შეიმუშაოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის კონცეფციის ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, წაახალისებს სოციალურ ინტეგრაციას და შექმნის სოციალურ კაპიტალს ქვეყანაში.
კონფერენციას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
კონფერენციის ორგანიზატორია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის" ჯგუფთაშორის ქვე–ჯგუფთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის („საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში") ფინანსური მხარდაჭერით.