იმერეთი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ, 14 სექტემბერს, პროექტის – „დევნილების ჩართულობის გაძლიერება საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში" – ფარგლებში, დევნილების მონაწილეობით გამართა საჯარო შეხვედრა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან .
შეხვედრის მიზანს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხიდან დევნილებისთვის პარტიების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
შეხვედრა წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეს" დარბაზში გაიმართა.