en
ge

როგორია კახეთის რეგიონული ეკონომიკა

კახეთი. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ,,ბიზნეს ცენტრმა კახეთმა", დედოფლისწყაროში, გამართა შეხვედრა შემდეგ საკითხზე  – როგორია რეგიონული ეკონომიკა კახეთში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი  ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები, ჟურნალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები.
საზოგადოებას მიაჩნია, რომ კახეთის რეგიონული განვითარების 5 წლიან სტრატეგიაში, რომელიც დამუშავების პროცესშია, უნდა შევიდეს ისეთი პრობლემები რომელიც ეკონომიკის კუთხით მუნიციპალიტეტების როლს განსაზღვრავს.
მაკა ხაზიური, ჟურნალისტი: ,,კახეთი ერთ-ერთ მდიდარ რეგიონად ითვლება და ეკონომიკის მხრივ დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ რეგიონს ჭირდება გეგმა რისი მიხედვითაც განვითარდება ეკონომიკა".
,,ბიზნეს ცენტრის" ხელმძღვანელის, სოსო მიქელაძის თქმით, რეგიონში ეკონომიკის კუთხით პრობლემების გამოვლენაა საჭირო:
,,პირველ რიგში პრობლემების ანალიზი უნდა მოხდეს ყველა მუნიციპალიტეტში. რეგიონში გამოსაკვლევია ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლებიც და სხვა ბევრი საკითხი, რომელიც შესასწავლი და გასათვალისწინებელია რეგიონული ეკონომიკის დასაგეგმად".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023