en
ge

„გენდერი, ქალი და არჩევნები“

აჭარა. 14 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „გენდერი, ქალი და არჩევნები". შეხვედრის მიზანი იყო, საქართველოში და მის რეგიონში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ხელისშემშლელი პრობლემების და სტერეოტიპების გამოვლენა და მათი მოგვარების გზების დასახვა. 
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი აქტივისტი/ლიდერი ქალები, ადგილობრივი საზოგადოებრივი და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, სტუდენტები, სხვა სოციალური ჯგუფები, რეგიონში მცხოვრები დევნილები, ეთნიკური უმცირესობები და მასმედია.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს გენდერული თანასწორობის კუთხით რეგიონში არსებულ პრობლემებზე, დასახეს პრობლემების მოგვარების გზები და შეიმუშავეს რეკომენდაციები.
პროექტი ხორციელდება „ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაციის" მიერ, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს" ფინანსური მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)