თბილისი. საქართველოს უსინათლოთა კავშირი 10 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით ატარებს შეჯიბრს უსინათლოთა შორის თბილისის პირად პირველობაში ჭადრაკსა და შაშში.
შეჯიბრის მიზანია უსინათლოთათვის როგორც ხელმისაწვდომი სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და უძლიერესთა გამოვლენა.
შეჯიბრში მონაწილეობენ 12 მოშაშე და 14 მოჭადრაკე და 18 წლამდე უსინათლო სპორტსმენები. პირად ჩათვლაში ადგილები გამოვლინდება დაგროვილი ქულების მიხედვით. საპრიზო ფონდი შეადგენს 620 ლარს. მატჩ-ტურნირები შაშსა და ჭადრაკში ჩატარდება საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში