en
ge

კონფერენცია კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე

თბილისი. 13 თებერვალს, გაიმართა კონფერენცია კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე და ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებულ გამოცდილებაზე. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) ევროკავშირის ხელშეწყობით.
კონფერენციის თემებს შორის იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და მათი განხორციელების გზები, საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობა და მისი საკანონმდებლო ასპექტები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
წყარო: www.ge.undp.org



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)