en
ge

ომბუდსმენის შენიშვნები ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებზე

თბილისი. სახალხო დამცველის ვებგვერდზე ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოქვეყნდა. „საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიესალმება საქართველოს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებას, შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და უწყებათაშორის საბჭოს, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმების დამტკიცება იმ დროით გადაავადოს, რაც დაინტერესებულ მხარეებს მისცემს გონივრული შესაძლებლობას, ჩაერთონ დოკუმენტების შემუშავების და დახვეწის პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, იქნება საერთაშორისო დონეზე საქართველოს ინტერესების დაწინაურებისთვის მიღებული მორიგი აქტი, რომელიც ქვეყნის შიგნით მხოლოდ ზედაპირულ–ფორმალური ღონისძიებების გატარებით შემოიფარგლება და არა საშუალება, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტულ ვადებში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მწვავე პრობლემების გადაწყვეტისკენ", ნათქვამია ვებ-გვერდზე.
სრულად
წყარო:www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)