ქვემო ქართლი. 13 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებს, პროექტის 6 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ახალი საოფისე ტექნიკა გადაეცათ. ახალქალაქის, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, მარნეულის და ნინოწმინდის თანამშრომლებმა მიიღეს ის ტექნიკა, რაც მათი ყოველდღიური საქმიანობისა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად არის აუცილებელი.
წყარო: cida.ge