შიდა ქართლი. ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" წარმომადგენლებმა დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემა იყო ამხანაგობების შექმნა.
ცენტრის წარმომადგენლებმა ქარელში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში მცხოვრებ დევნილებს პროექტი გააცნეს, აუხსნეს რა არის ამხანაგობა, რისთვის იქმნება ის და რა ფუნქციები აქვს. ასევე, დევნილებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ამხანაგობის ფარგლებში ჩამოყალიბდება მოვლა-ექსპლუატაციის ჯგუფიც, რომელიც აღიჭურვება სამუშაო იარაღებით.
NEO/USAID-ის დახმარებით ცენტრ „აფხაზეთის" მიერ, ამ ეტაპისთვის, შიდა ქართლის დევნილთა ჩასახლებებში შექმნილია 9 ამხანაგობა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში