en
ge

ახალგაზრდა ეკონომისტები დაუბეგრავ მინიმუმზე

თბილისი. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა პუბშლიკაცია „დაუბეგრავი მინიმუმი". ორგანიზაცია აღნიშნული მექანიზმის დადებით და უარყოფით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. „...დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას გააჩნია შემდეგი დადებითი მხარე: დაბალშემოსავლიან მოსახლეობას, რომლის წლიური ნომინალური ხელფასი 6000 ლარზე ნაკლები აქვს არ ებეგრება საარსებო მინიმუმი (150*12=1800). შესაბამისად დაუბეგრავი მინიმუმის არსებობა მცირედით მაინც დაეხმარება მცირეშემოსავლიან მოსახლეობას. რაც შეეხება უარყოფითი მხარეებს, ესენია: სამართლიანობის პრინციპის დარღვევა; ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის ზრდა; დასაქმებულთა მოტივაციის შემცირება;
.... საქართველოში დაუბეგრავი მინიმუმი 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. მიგვაჩნია, რომ მისი არსებობა დადებითი მოვლენაა მცირეშემოსავლიანი მოსახლეობისათვის, მაგრამ ასევე უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული უარყოფითი შედეგების გამოსწორება. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ორი ძირითადი გზა არსებობს. პირველი გზა გულისხმობს არსებულის ნორმის კორექტირებას, შესაბამისად, საჭიროა კანონში შემდეგი ცვლილებების განხორციელება... მეორე გზა გულისხმობს არსებულ ნორმის საერთოდ გაუქმებას.
შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყურადღება მიაქციოს დაუბეგრავი მინიმუმის არსებობის უარყოფით შედეგებს და მაოხდინოს შესაბამისი ცვილებების შეტანა არსებულ რეგულაციაში ან საერთოდ გააუქმოს ის", ნათქვამია ორგანიზაციის პუბლიკაცია.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)