en
ge

კვლევა – „საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენის ვალდებულება“

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2014 წლის 14 თებერვლას, კვლევის - „საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენის ვალდებულება" (საქართველოში არსებული პრაქტიკა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის კავშირის გამოცდილება) პრეზენტაცია გამართა.
საიას მიერ მომზადებული კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ: „საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენაზე პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულებები და მის მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოები ფორმალურად უდგებიან აღნიშნულ პროცესს..."
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ „უნდა მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა და მოხდეს საჯარო ინფორმაციის ანგარიშების წარდგენის ვალდებულების დეტალური რეგულირება, რომელიც საერთო უნდა იყოს ყველა საჯარო დაწესებულებისათვის. ... აუცილებელია, განისაზღვროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, რომლის ვალდებულებაც იქნება არსებული საჯარო ინფორმაციის ანგარიშების როგორც კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, ისე მისი შინაარსის დეტალური გაცნობა, ხარვეზების გამოვლენა და მათზე შემდგომი რეაგირება".
კვლევა
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023