en
ge

„მილიარდი მოცეკვავე ქალი უკვე რევოლუციაა!“

თბილისი. 14 თებერვალს სრულიად მსოფლიო ერთიანდება გლობალური კამპანიის - „მილიარდი ამბოხებული სამართლიანობისათვის" - ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. გლობალურ კამპანიას დღეს თბილისიც შეუერთდა. ორგანიზაცია „იდენტობას" ინიციატივით რამდენიმე მოხალისემ და პროფესიონალმა მოცეკვავემ რუსთველის მიმდებარე ტერიტორიაზე იცეკვა. მონაწილეები ცეკვით შეუერთდნენ ქალთა უფლებების დაცვისათვის მებრძოლ ქალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
კამპანიის სლოგანია „მილიარდი მოცეკვავე ქალი უკვე რევოლუციაა!”
წყარო:ginsc.net




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)