თბილისი. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (DVV International) 15 თებერვალს, 18:00 საათზე გამართავს დისკუსიას თემაზე: „ახალგაზრდების დასაქმება – პრობლემები და პერსპექტივები".
მომხსენებლის რანგში დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ბუნტური, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის რეგულირების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი და ანა ფირცხალავა, ახალგაზრდა სოციალისტების გენერალური მდივანი. დისკუსიას მოდერირებას გაუწევს ბატონი ნუკრი ყველაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ალტერნატივა".
პროექტის პარტნიორებია: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) და არასამთავრობო ორგანიზაციები „ლიბერალური განათლების ქართულ-ამერიკული ინიციატივა" (AGILE) და „შენ დემოკრატიისთვის".
დისკუსია გაიმართება 15 თებერვალს, 18:00 საათზე, მისამართი: ყიფშიძის 20, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის ოფისი (DVV International)