თბილისი. გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის იუნესკოსა და საქართველოს იუნესკოს ეროვნული კომისიის მხარდაჭერით, მედიის განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს - „ქალები წარსულიდან – მაგალითი მომავლისთვის". პროექტის მიზანია სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ქალთა შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია; ისტორიულ მაგალითების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის ღირებულების დამკვიდრება.
ამ თვალსაზრისით ღირებული წყარო XIX-XX საუკუნის ქართული მედიაა. კვლევის ფარგლებში საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს, რას წერდნენ ქართული გაზეთები ქალებზე, ასევე საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ უნიკალურ ჩანაწერებს.
პროექტი საქართველოს ეროვნულ არქივთან პარტნიორობით ხორციელდება.
გამოცემის „ქალები წარსულიდან" პრეზენტაცია გაიმართება 21 თებერვალს, 18:00 სთზე, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.
წყარო:identoba.com