ქვემო ქართლი. 14 თებერვალს სიქას ორგანიზებით ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგი რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ვიდეოს დამუშავებას და მის ატვირთვას პორტალზე Youtube.com. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გამოიყენებენ კლუბის აქტივობების გაშუქებისას.
ტრენინგის დასასრულს სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებს გადაეცათ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზაცია PH International-ის მიერ გამოცემული აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელო „ვიდეო ადვოკატირება".
ტრენინგს დაესწრო რუსთავის საჯარო სკოლების 6 მონაწილე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში