en
ge

დისკუსია ოზურგეთში: „დისკრიმინაციის აკრძალვა და ტოლერანტობა“

გურია. 15 თებერვალს, ოზურგეთში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ოფისში გაიმართა დისკუსია დისკრიმინაციის აკრძალვისა და ტოლენატობის საკითხებზე. დისკუსიას უძღვებოდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტი გიორგი მშვენიერაძე და ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში დისკუსიების გამართვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაციის აკრძალვა, ტოლერანტობა, სეკულარიზმი, როგორც სახელმწიფოს მართვის განხორციელების პრინციპი. დისკუსიაზე ისაუბრეს ტოლერანტობის კუთხით გურიის რეგიონსა და ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებაზე, უმცირესობების უფლებებზე და მათი დაცვის მექანიზმებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, პედაგოგები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
წყარო:gdi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)