თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. „გავრცელებული ინფორმაციით 2014 წლის 14 თებერვალს, თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხულ იქნა ლევან მარუაშვილი, დაკითხვამდე კი მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი დაკითხვა შესაძლოა უკავშირდებოდეს ბაჩანა ახალაის მიმართ წაყენებულ ერთ-ერთ ბრალდებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რა პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს ჩხრეკის ჩატარება და მოწმის სტატუსით პირის დაკითხვა. ...საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ნუ გასცდებიან კანონის მოთხოვნებს და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დაცული იყოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge