en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრების დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელეს. „ა.წ. 10 თებერვალს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და გამგებლის მოადგილე ბესარიონ ჭელიძე, ასევე, დუშეთის „...ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი. მიგვაჩნია, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნებისმიერი პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა. თუმცა, ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიის აქტიური წევრების დაკავება რამდენიმე წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის და სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს...", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)