en
ge

ცვლილებების ინიციატორთა ფორუმი

თბილისი. 13-14 თებერვალს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ჩაატარა პირველი ცვლილებების ინიციატორთა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო აქტივისტებმა, ხელოვანებმა, მედიის, სამთავრობო და არასამთავორბო ორგანიზაციების და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა. ფორუმის ერთ-ერთი სესია მიეძღვნა სოციალურ მეწარმეობას, რომლის მიზანი იყო წარმოეჩინა სოცმეწარმეობის პოტენციალი სოციალური ცვლილებებისა და სოციალური ინოვაციების დამკვიდრების კუთხით.
სესიის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა სოციალური საწარმოს ცნებაზე საქართველოს კონტექსტში და განიხილა სოციალური მეწარმეობის სფეროში სამთავრობო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმები კონკრეტული სოციალური პრობლემების დაძლევის მიზნით.
წყარო: cse.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)