თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების კომპანია „ჯეოსელში" შესვლას გამოეხმაურნენ.
„მოვუწოდებთ საქართველოს ფანანსთა სამინისტროს საზოგადოებას მაქსიმალურად დასაბუთებული ინფორმაცია მიაწოდოს "ჯეოსელის” საქმესთან დაკავავშირებით. მნიშვნელოვანია ფინანსური პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვის ნიშნები არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ჯეოსელის” საქმე, შესაძლოა, ბიზნესმენებმა გამაფრთხილებელ გზავნილად აღიქვან და ჩათვალონ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმული კრიტიკა ან მათ წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება პასუხგაუცემელი არ დარჩება. მსგავსი ქმედებები მრავლად გვხვდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც კერძო სექტორს ხელისუფლების კრიტიკის ეშინოდა, რადგან იცოდნენ, რომ ამას ბიზნესისთვის სავალალო შედეგები მოჰყვებოდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge