en
ge

„მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი... ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება“

თბილისი. საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება. „15 თებერვალს „გურია ნიუსის" ვებგვერდზე გავრცელდა გურია ნიუსის ჟურნალისტის ჟანა მეგრელიშვილის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსტანტინე შარაშენიძის საუბრის აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტის კითხვებით გაღიზიანებული გამგებელი ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, აგინებს და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს მას", ნათქვამია საიას ვებგვერდზე.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „შარაშენიძის ქმედება შეფასებული უნდა იქნეს როგორც მოხელის და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის... მიხედვით წარმოადგენს დისციპლინალურ გადაცდომას... მოვუწოდებთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს კანონით... მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი და კონსტანტინე შარაშენიძის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული ზომა".
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023