en
ge

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

თბილისი. სახალხო დამცველმა წელს მეორე სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილის სიტყვების „ან კანონიერ მფლობელობაში" არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა - საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
„სადავო აქტი განსაზღვრავს ქონების ჩამორთმევას მფლობელისთვის მესაკუთრის ქმედების მიუხედავად. კანონის აღნიშნული ჩანაწერი მესაკუთრეს არ უტოვებს სამართლებრივ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც, იგი შეძლებდა საერთო სასამართლოებში თავისი კანონიერი ინტერესების დაცვას. ქონების მესაკუთრე, რომლის ქონებაც იქნა ჩამორთმეული, უფლებამოსილი არ არის მიმართოს საერთო სასამართლოებს და მოითხოვოს მისი დარღვეული უფლების აღდგენა", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებგვერდზე.
სრულად
წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)