იმერეთი. 17-18 თებერვალს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის გაიმართა ტრენინგ–სემინარი ადამიანის უფლებების შესახებ. მისი მიზანი იყო ადამიანის უფლებების შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. მონაწილეები გაეცნენ რა არის ადამიანის უფლებები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, კონსტიტუციური დებულებები, დისკრიმინაციის განსაზღვრება, ლიბერალური ღირებულებები, სიძულვილის ენა, საერთაშორისო აქტები და ა.შ.
ღონისძიება გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში