აჭარა. 14 სექტემბერს ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიუტმა ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს წარუდგინა ეროვნული პლატფორმის კონცეფცია. კონცეფციის მიხედვით, პლატფორმა სექტორში არსებული მოსაზრებების შეჯერების, გამოცდილების გაზიარების, საერთო აქტივობათა განხორციელებისა და ხელისუფლებასა და სხვა აქტორებთან დიალოგის გამართვის ინსტრუმენტია. შეხვედრის მიზანი, როგორც მის დასაწყისში აღინიშნა, პლატფრომის კონცეფციის შესახებ საზოგდოებრივი ორგანიზაციების მხრიდან შენიშვნების და კომენტარების მიღება იყო. კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ცოცხალი და საინტერესო დისკუსია ეროვნული პლატფორმის სამომავლო მოდელის, მისი მუშაობის წესის შესახებ. მიღებული შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებული იქნება ეროვნული პლატფორმის დებულებების შედგენის დროს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეროვნული პლატფორმის კონცეფციის პრეზენტაცია საქართველოს ყველა რეგიონშია დაგეგმილი.