en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა გადამზიდავების საქმეზე

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს გადამზიდველების საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში დავის წაგების შემდეგ უზენაეს სასამართლოს მიმართეს. ორგანიზაცია იუწყება, რომ „გადამზიდველების საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის წარმოებაში მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის ვადას არღვევს... ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში 2013 წლის 14 ნოემბერს მიიღო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების ან არმიღების შესახებ არაუგვიანეს 14 თებერვლისა უნდა მიეღო. სამწუხაროდ, გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული".
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)