თბილისი. 20 თებერვალს 18:30 საათზე „ფრონტლაინ კლუბში" ჯიპას საზოგადოებასთარ ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გამართავენ ადამიანის უფლებების თემატიკაზე დაგეგმილი კამპანიების პრეზენტაციას. სტუდენტები წარმოადგენენ კამპანიებს შემდეგ თემატიკაზე: შშმ პირთა პრობლემები, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა პრობლემები, გარემოს დაცვის, გენდერული უთანასწორობისა და სისხლის უსასყიდლოთ დონაცია.
პროექტი „კომუნიკაცია ჯანმრთელობის უფლებებისათვის" „ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი საქართველოს" მიერ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას, მათ შორის ინფორმაციის გაცვლასა და ადამიანის უფლებების თემაზე ეფექტური კომუნიკაციის ხელშეწყობას.
წყარო: ჯიპას ვებგვერდი