en
ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პარლამენტს მიმართავს

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მიმდინარეობს განხილვა. კომიტეტი იხილავს „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლის" მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესების თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით", ნათქვამია გამჭვირვალობის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა მოქალაქეთა სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთოხოებას უკავშირდება. ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს, რაც შეიძლება მალე გადავიდეს ქვეყანა ბიომეტრული პარამეტრების მქონე დოკუმენტებზე. აქედან გამომდინარე, ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთების დაშვება, რომლებიც არ მოიცავს შესაბამის ბიომეტრულ პარამეტრებს, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ევროპასთან შედგომი ინტეგრაციის პროცესს".
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)