სამეგრელო. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრსა" და წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების გამგეობებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის გზით პროექტის „წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგი" მხარდაჭერა, რითაც ხელი შეეწყობა მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებას, ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებსა და ვალდებულებებზე, ასევე მოქალაქეთა უფლებებსა და პასუხისმგებლობებზე ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში