თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ პუბლიკაცია გამოაქვეყნა: „საქართველოს ბიუჯეტის პრიორიტეტები 2012–1014 წლები: ანალიზი და რეკომენდაციები". პუბლიკაციის ავტორია მიხეილ კუკავა.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ „2012-2014 წლებში. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახალი პრიორიტეტების დაფინანსების აუცილებლობამ ხარჯების თითქმის მილიარდი ლარით ზრდა გამოიწვია". პუბლიკაციაში ვიზუალურად წარმოდგენილია თუ როგორ შეიცვალა ეს პრიორიტეტები ბოლო ორი წლის მანძილზე, რა პოზიტიური ცვლილებები გვაქვს და პუბლიკაციის ავტორი რა პრობლემებს ხედავს 2014 წლის ბიუჯეტში და რა საშუალებებით აპირებს მთავრობა თავისი პრიორიტეტების დაფინანსებას.
წყარო: transparency.ge