თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას აქვეყნებს. „გვინდა, გამოვთქვათ ჩვენი მწუხარება, რომ კიევში უკიდურეს დაძაბულობას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც, მედიის წარმოამდგენლებიც – ჟურნალისტი ვიაჩესლავ ვერემი. ვუსამძიმრებთ, დაღუპულთა ოჯახებს, კოლეგებს", ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია თხოვნით მიმართავს საგარეო უწყებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას უკრაინაში მაქსიმალურად დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ქართველი ჟურნალისტების მუშაობას და რაც მთავარია მაქსიმალურად იზრუნონ მათ უსაფრთხოებაზე.
წყარო: qartia.org.ge