en
ge

ახალგაზრდა პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ინციდენტზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში 19 თებერვალს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
„საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი პრეცედენტების არსებობა. ამ ფონზე, აუცილებელია მოხდეს საქართველოს პარლამენტში 2004 წელს მიღებული ეთიკის კოდექსის გადახედვა და რეალური მექანიზმების შემუშავება, რომელიც მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში სანქციებს დააკისრებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი აგრეთვე მიმართავს თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან აღნიშნულ პროცესში და გამოთქვამს მზადყოფნას შესთავაზოს საკანონმდებლო ორგანოს ახალგაზრდების ხედვა აღნიშნულ საკითხზე", ნათქვამია სოციალურ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წყარო: საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023