en
ge

დისკუსია გენდერული ქსელის განვითარების შესახებ

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თელავის გენდერული თანასწორობის კლუბის წევრთა მონაწილეობით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: გენდერული ქსელის განვითარების გეგმა და სტრატეგია.
შეხვედრის მიზანი იყო თელავის კლუბის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, განვლილი საქმიანობის შეფასება და ახალი ეფექტური თანამშრომლობის გეგმის დასახვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები.
შეხვედრის დასასრულს „სკაიპის" მეშვეობით ჩაერთო ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიზნით კახეთის რეგიონში დაგეგმილი ინიციატივების შესახებ, ასევე, იმ შეხვედრების თაობაზე, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი სამომავლოდ გეგმავს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)